უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააფართოოს იარაღის ერთობლივი წარმოება, რადგან საკუთარი პოტენციალი მას საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს თავი ნებისმიერ გლობალურ სიტუაციაში.
უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინაში თითქმის ორწლიანმა ომმა დაამტკიცა, რომ ევროპას სჭირდება საკუთარი საკმარისი არსენალი თავისუფლების დასაცავად.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ამბიციები შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ იქ, სადაც საკმარისი ძალა იქნება მის შესაჩერებლად.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვითი საქმიანობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან.
კომენტარები