ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრები ეთერ ჯელაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მადლობას უხდის გადაწყვეტილებისთვის, რომ დაზარალებულ 28 ოჯახს ბინა შეუძინონ.
„ოთახს გავანიავებ-მეთქი, აივნის კარი გავაღე, გავედი აივანზე და იმან გადამარჩინა. ყველა ქვა-ღორღი, რაც ჩემი კედელი ჩამოინგრა, სულ ჩემს საწოლზე ეყარა, იქ რომ ვყოფილიყავი, მე ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.
ლტოლვილობა – ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება, ძლივს ავეწყვეთ და ახლა კიდევ ეს რა მოგვივიდა. თუ ვინმე რამეს მაღირსებს და მომცემს ბინას უწვალებლად, მადლობელი ვიქნები. ღმერთი იმას გაახარებს, იხაროს და იდღეგრძელოს, სიკეთე ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ხალხისთვის და ახლა ამასაც თუ გააკეთებს, ღმერთმა სიკეთე მისცეს, დიდ ხანს სიცოცხლე და რასაც კარგი გულით მოისურვებს, ის აუსრულოს ღმერთმა”, – ამბობს ეთერ ჯელაძე.
