თბილისში, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, ხვალ, 14.00 საათიდან საავტომობილო გზის ნაწილი გადაიკეტება. ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციაა. უწყების ინფორმაციით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე.
ხვალ, 14:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
კომენტარები