პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოს ეკლესიას ძალიან დიდი ზიანი მიადგა.
“ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას ბრალდებას საფუძველი თუ არ ექნება. მძიმე იყო მეუფე პეტრეს განცხადებები პატრიარქის მდივან-რეფერენტთან დაკავშირებით. ამან შეაშფოთა საზოგადოება. მისმა საუბარმა არაერთი ვარაუდი გაუჩინა საზოგადოებას. როდესაც საუბარია ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე, ის ადამიანები რომლებიც დასახელდა მეუფე პეტრეს მიერ, ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობით, ყველა მათგანთან მაქვს შეხება და მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ეს პიროვნებები არიან პატრიარქის გვერდით დგანან და ეკლესიის ერთგულები არიან.”-განაცხადა მამა გიორგიმ.
კომენტარები