არჩილ გამზარდია სციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ წავიდე დღეს აქციაზე, რომელიც ზრუნავს “რუსთავი 2”-ის მოცემული მდგომარეობით შენარჩუნებაზე.
ცხადია, არც იმ ლოზუნგების და გამოთქმების სრულ უმეტესობას გავიზიარებ, რასაც სავარაუდოდ მოვისმენ, მაგრამ ფაქტი არის ერთი რამე – დღევანდელი , 2015 წლის შემდეგ მკვეთრად შელახული მედიაგარემო. მხოლოდ ეს მიქმნის ვალდებულებას მხარი დავუჭირო “რუსთავი 2”-ის აქციას.
მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე “იმედს” უწოდებდა ანტისახელმწიფოებრივს, დღეს ბევრი უწოდებს “რუსთავი 2″-ს ანტისახელმწიფოებრივს; ამიტომაც ვხვდები, რომ მსგავსი მიდგომებით მედიასაშუალებებზე ზემოქმედება იდეურადვე ვერ იქნება სწორი.
ვფიქრობ, ეს უფრო დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. ამ მოცემულობებში, შეფასებებში თუ მხარდაჭერაში არის ის კვანძი, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ხვალისთვის,”-წერს გამზარდია.