პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა, რომ პატრიარქი კარგადაა და არანაირი დამატებით მკურნალობას არ საჭიროებს.
„რეაბილიტაციის ძირითადი პერიოდი დამთავრებულია. პატრიარქი ჩამოვიდა კარგ მდგომარეობაში. მას არანაირი დამატებითი მკურნალობა, დამატებითი პროცედურები არ სჭირდება. უბრალოდ გარკვეული დრო არის საჭირო, რომ ორგანიზმმა ბოლომდე აღიდგინოს თავისი მდგომარეობა. ყველას გილოცავთ, რომ უწმინდესი ასე კარგად გვყავს”, – განაცხადა ცისანა შარტავამ.
კომენტარები