საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტია აღკვეთილი.
გამოძიებით დადგენილია, საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი MITSUBISHI PAJERO-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა.
”საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღკვეთა
2017/02/21 11:05:04

ნანახია: 1241 ჯერ