ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი. “ რაც დღეს ხდება ეკლესიაში ეს არის შეთქმულება. მადლობა ღმერთს, პატრიარქი კარგად არის და დაბრუნდა. ყველაფერი დალაგდება, გაირკვევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. დაველოდოთ გამოძიებას. ნუ უსწრებთ მოვლენებს,“ -ამბობს მეუფე ვახტანგი.
სჯერა თუ არა გამოძიების ვერსიის, ამ კითხვაზე პასუხად ცურტაველმა მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ სჯერა, თუმცა ზოგიერთი დეტალი გასარკვევია.
რაც შეეხება ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულების ავტორებს, მეუფე ვახტანგის თქმით, ესენი არიან ეკლესიის არაკეთილმოსურნეები. ის ასეთების არსებობა არც ეკლესიაში გამორიცხავს.
ამ წუთებში საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს განიხილავენ. სავარაუდოდ, შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც ესწრება