ნუცა მახვილაძის მეგობარი წერილს აქვეყნებს. როგორც ის აღნიშნავს, ნუცა მგრძნობიარე და კეთილშობილი გოგონა იყო.
“ნუცა! ეს გოგონა 5 წლის გავიცანი. მახსოვს პირველად “პროფილიშვილია” ჩვენთანო და ხუმრობდნენ.. სწორედ ეს იყო ნუცა, საოცრად უბრალო, თბილი, მომღიმარი გოგონაა. 5 დღე ერთად ვცხოვრობდით, ერთად გვიხაროდა, ისე რომ ნუცას ყველაზე გული შეტკიოდა და საოცრად განიცდიდა რაიმე ცუდს.
18 წლის გოგოები არ უნდა ტოვებდნენ წუთისოფელს, არ უნდა ტოვებდნენ ერთადერთი შვილები დედას არასდროს … ბოლოს თურმე სიკვდილის ეშინოდა ძლიერ გოგონას და ბრძოლა წააგო…
ნუც შენ მთავარ ომში გაიმარჯვე, შენ მუდამ იქნები ჩვენ გულებში, მუდამ გვემახსოვრები და ვილაპარაკებთ უშენოდ შენზე ბევრს… საშინელებაა როცა ახლობელი ადამიანები მიდიან, ყველაზე მტკივნეული კი ის დღე იქნება, შენთან უნდა მოვიდეთ და შენ უძრავად დაგხვდები..სიყვარული, მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს”, – წერს ლიკა სახურია.