დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღის მეორე ნახევარში დაინიშნება პრესასთან ურთიერთობისთვის პიროვნება, რომ საინფორმაციო ვაკუუმი არ შეიქმნას.
”საპატრიარქოში ბევრი ადამიანი შედის, ბევრი სასულიერო პირი გამოდის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და ისინი ყველაფერში ინფორმირებული არ არიან. შეიძლება შეცდომა მოხდეს და არასწორი ინფორმაცია გავრცელდეს, განცხადება გაკეთდეს და ეს საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციად ჩათვალოს საზოგადოებამ. სწორედ ამიტომ დაინიშნება პრესასთან ურთიერთობის პირი.
მდივნის საკითხი არ განიხილება, ვინაიდან უწმინდესს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია. მამა მიქაელი ჯერ კიდევ მდივნად ითვლება და ალბათ სხვაგვარად არც იქნება საქმე”, – განაცხადა მამა კახაბერმა.
კომენტარები