თბილისის საკრებულოს წევრმა ილია ჯიშკარიანმა უმცირესობის წევრ ირაკლი ნადირაძეს ბოთლი ესროლა. ამის შემდეგ დეპუტატებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, თუმცა, სხვა დეპუტატებმა ისინი გააშველეს.
საკრებულოს სხდომაზე მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ზარალის ანაზრაურების საკითხზე მსჯელობენ.
უმრავლესობამ უმცირესობას პრეტენზიების საპასუხოდ ურჩია, სასამართლოსთვის მიემართა, რაზეც ნადირაძემ უპასუხა, რომ სასამართლო დღეს სანდო არ არის. სწორედ ამან გამოიწვია ილია ჯიშკარიანის გაღიზიანება და მან ნადირაძეს წყლის ბოთლი ესროლა.
კომენტარები