“ნანუკას შოუმ” ცოტა ხნის წინ, კასტინგი გამოაცხადა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც სოციალურ ქსელში წერს”
“ორი სიტყვით მინდა შევეხო “ნანუკას შოუ”-ში გამოცხადებულ ვითომ გასაუბრებას, რისი მიზანიც სინამდვილეში არხზე მიმდინარე და მის წინააღმდეგ დაწყებული უარყოფითი კამპანიის ფონზე, თავიდანვე რთული მისახვედრი არ იყო რაც იქნებოდა!!!
ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show
ნანუკა ყოფილა ვანგა, ორ წარმოთქმულ სიტყვაში ხვდება ადამინის განათლებას, განვლილ გზას, (პროფესიული კუთხით) ასევე იმას თუ რისი გამკეთებელია ის მომავალში! როდესაც ასეთ გასაუბრებას ატარებთ და ხალხს აჯერებთ რომ ვითომ პრაქტიკანტებს ეძებთ მინუმუმ უნდა შეიყვანოთ ქასთინგზე მოსული ადამიანი ინდივიდუალურ გასაუბრებაზე და შემდეგ უნდა სცეთ პატივი და მოუსმინოთ სულ მცირე 2 წუთი მაინც, რომ რა მოამზადა მან ამ გასაუბრებისთვის.
3-3 ადამიანი ერთად შეყავდათ გასაუბრების დრო (სამივესი ერთად) 2-3 წუთს გრძელდებოდა! ნანუკას სახეზე ეტყობოდა, როგორ ერთი სული ქონდა მოეშორებინა ხალხი, ადამიანის CV-საც კი არ უყურებდა… მოსმენაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ასეთი დამოკიდებულებით ძალიან მალე მიიღებთ შედეგს საკუთარი გადაცემის რეიტინგზე <3 მერე გვიან იქნება !
p.m. მინდა გავიხსენო ამ გაუნათლებელი და უვიცი ქალბატონის ცნობილი ფრაზა საქვეყნოდ ცნობილი “არტილერია” მაშინ ძალიან კარგად გამოჩნდა თქვენი გაანთლების დონე, მახსოვს თავს იმართლებდით იმით რომ შეცდომები ყველას მოგვდის და მითუმეტეს აპლიკანტს, რომელიც რიგში დგას ნერვიულობს და გასაუბრებაზე შესულს პირველივე შეცდომით წარმოთქმულ სიტყვას არ პატიობთ”.