მეხუთე თვეა ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ იბრძვის. განსაკუთრებით აქტიურია სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში, ისრაელის სამხრეთ საზღვრის გასწვრივ. ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო ეგვიპტეში. შეხვედრას „ჰამასის“ დელეგაციაც ესწრება.
დაჯგუფება აცხადებს, რომ ზავის მიღწევა 24-48 საათშია შესაძლებელი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი „ჰამასის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რაც ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას გულისხმობს. მოლაპარაკებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის ისრაელი. გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიან, რომ „ჰამასმა“ უარი განაცხადა ისრაელისთვის მძევლების სიის გადაცემაზე.
კომენტარები