შეიარაღებულმა ჯგუფებმა ჰაიტის დედაქალაქში მდებარე ციხე შტურმით აიღეს და დაახლოებით 4000 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახებ BBC წერს.
შემთხვევა შაბათს საღამოს, მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კენიაში მოსალაპარაკებლად გაემგზავრა. მისი სურვილია ბანდიტიზმთან საბრძოლველად ჰაიტიზე საერთაშორისო კონტინგენტი განთავსდეს, რის გამოც დაჯგუფების მთავარმა ლიდერმა პრემიერს ომი გამოუცხადა.
მედიის ცნობით, ორმხრივი სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები როგორც პატიმრებს, ასევე პოლიციელებს შორის.
კომენტარები