უნგრეთს ივნისიდან ძალიან დინამიკური გაფართოების დღის წესრიგი ექნება. უნგრეთი უმასპინძლებს ბალკანეთის სამიტს და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს. მივესალმები პარტნიორებს და მეგობრებს, კანდიდატებს უკრაინიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს, – ამის შესახებ უნგრეთის პარლამენტის წევრმა, ზალოტ ნემეტმა განაცხადა.
მისი თქმით, გაფართოება ევროკავშირის პრიორიტეტებს დაუბრუნდა.
„როგორც იცით, ბელგიის შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარეობას უნგრეთი ჩაიბარებს და მოხარულები ვიქნებით 10-11 სექტემბერს საპარლამენტო კონფერენციას გაუწიოთ მასპინძლობა. 2024 წელი 20 წლის იუბილეს უკავშირდება, როდესაც 10 ქვეყანა ერთდროულად გაწევრიანდა ევროკავშირში და მათ შორის იყო უნგრეთი. ევროკავშირის შემდგომი გაფართოება ესპანეთი, ბელგია, უნგრეთის ანუ ბოლო სამი თავმჯდომარეობის ტრიოს პრიორიტეტია. გაფართოების უმნიშვნელოვანეს დატვირთვას მისი გეოპოლიტიკური და წინსვლისთვის დამსახურებაზე დაფუძნებული ასპექტს წარმოადგენს. უნგრეთს ივნისიდან ძალიან დინამიკური გაფართოების დღის წესრიგი ექნება. უნგრეთი უმასპინძლებს ბალკანეთის სამიტს და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს. მივესალმები პარტნიორებს და მეგობრებს, კანდიდატებს უკრაინიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს. გაფართოება ევროკავშირის პრიორიტეტებს დაუბრუნდა“- განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა.