რომის პაპმა ფრანცისკემ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნულ დღესასწაული მოულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნული დღესასწაული მაძლევს შესაძლებლობას, თქვენ და თქვენს თანამოქალაქეებს გულითადად მოგილოცოთ ეს დღე. ღმერთს ვთხოვ, შეინარჩუნოთ მშვიდობა და სოლიდარობა, რათა ვაშენოთ მომავალი, სადაც ყოველი ადამიანი, შეიცნობს სიკეთეს, ბედნიერებას და კეთილდღეობას, განსაკუთრებით უმწეონი და ჩაგრულნი. ვლოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს – არ მოგკლებოდეთ ღვთის მადლი და კურთხევა”, – აღნიშნულია რომის პაპის მილოცვაში.
კომენტარები