წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებებს აკრიტიკებს. გიორგი ანდრიაძე ჟურნალისტებთან 2 თვის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს და სახალხო დამცველს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.
„დაახლოებით 2 თვის წინ, სახალხო დამცველს მივმართე და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. 2 ლაზი დააკავეს. სამწუხაროდ, შეცდომა დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ და ერთ-ერთი თურქეთის მხარეს გადასცა. მომხდარზე რეაგირება სახალხო დამცველს ეკუთვნის, რაზეც საჭიროა, იმაზე არ რეაგირებს და რაზეც არ არის საჭიროება, იმაში ეჩრება“, – განაცხადა ანდრიაძემ და დასძინა, რომ ლაზები სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი დაინტერესდა, რა ინფორმაციას აწვდიან კათოლიკოს-პატრიარქს.და განაცხადა, რომ ეს გამოსაძიებელია.
“რაზეც საჭიროა, იმაზე არ რეაგირებს და რაშიც არ არის საჭიროება, იმაში ეჩრება”
2017/02/27 13:42:43
ნანახია: 1563 ჯერ