საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს განცხადებებს გამოხემაურა: “გუშინ მეუფე პეტრემ გაავრცელა ცილისწამების კორიანტელი. ეტყობა, არც მეშვიდე მცნება იცის, რომ ცილი არ უნდა დასწამო, არც ის იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ვთხოვ მასმედიას, შეუძლია რამდენიმე საათში გადაამოწმონ მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ე. წ. რძეზე, ყველზე და კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები, “ნაციონალები” ეწეოდნენ. ამ პერიოდში მე ვაკეთებდი საპატრიარქოს ტელევიზიას, რომლის დამფუძნებელიც მე ვარ და ორი წელი ვიყავი მისი დირექტორი. რადიოს დამფუძნებელიც მე ვარ. მე ამ კუთხით ვსაქმიანობდი, კომერციულ საქმიანობას ვინ ახორციელებდა, ძალიან იოლი დასადგენია. თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას – მე ბევრი თანამდებობა მაქვს აქ – დავტოვებ. ეს არის მოკლე პასუხი, ვისაც უნდა სიმართლე გაიგოს. ქურდების თემა კიდევ საერთოდ კომიკური ჟანრიდან არის. მაინტერესებს, ფულს პატრიარქის სეიფიდან ვიპარავდი, თუ ვაგზლის ჯიბის ქურდი ვიყავი?”, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
გიორგი ანდრიაძე თანამდებობას ტოვებს
2017/02/27 14:08:17
ნანახია: 4007 ჯერ