უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე “იბერია”-ს ეთერში წინა ხელისუფლების დროს სასულიერო პირთათვის ავტომობილების დარიგების ფაქტს იხსენებს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და აცხადებს, რომ ეს მიზანმიმართულად ხორციელდებოდა, რათა საზოგადოებაში ამ ფაქტს უკმაყოფილება გამოეწვია.
” “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ტოიოტას” ჯიპები გამიზნულად დაურიგა მეუფეებს, რათა ეს ფაქტი საზოგადოებაში გახმაურებულიყო და ამითი გამოეწვიათ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი. ამ ავტომობილებში დამონტაჟებული იყო ჩამწერი მოწყობილობები და ამითი წინა ხელისუფლება ცდილობდა კომპრომატები მოეპოვებინა მეუფეებზე. რამოდენიმე მეუფეს არ სურდა მიეღო სახელმწიფოსგან ეს ჯიპები, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები რეკავდნენ საპატრიარქოს კანცელარიაში და აცხადებდნენ, რომ თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე “დაინახავს რაც მოუვა-ო”, გადადიოდნენ უშუალო მუქარაზე.” – განაცხადა ნანა კაკაბაძემ გადაცემა “პრიორიტეტებში”.