ბორჯღალოსნების ტრიუმფალური დაბრუნება სამშობლოში – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთიდან გამთენიისას ჩამოვიდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ქომაგები დახვდნენ. ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეშვიდედ, ჯამში კი მეთექვსმეტედ მოიგო.
ფინალში, რომელიც პარიზში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის გუნდი ანგარიშით 36-10 დაამარცხა. ორი ლელო დადო აკა ტაბუცაძემ, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 37-ჯერ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი. თითო ლელო ვანო კარკაძის და მიხეილ ალანიას ანგარიშზეა, ლუკა მატკავამ კი ოთხი საჯარიმო და ორი გარდასახვა გამოიყენა. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე ჯალაღონია დასახელდა.
კომენტარები