რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. როგორც მოწამლულების ოჯახის წევრები აცხადებენ, საცხოვრებელ ბინაში გაჟონვა წყლის გამათბობლიდან მოხდა.
მოწამლულ ახალგაზრდა მამაკაცს და მცირეწლოვან ბავშვს სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა ადგილზე აღმოუჩინა, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა კი მძიმე იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები