უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს სტრასბურგში მოწმედ დაუდგა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თამარ ჩიქოვანის გადაცემაში “მთავარი თამარ ჩიქოვანთან” განაცხადა.
თამარ ჩიქოვანის კითხვაზე: რამდენიმე დღეში სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა თავიდან განიხილავს ვანო მერაბიშვილის საქმეს. საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს თავისი არგუმენტები წაუყენა. ყველამ იცის, რომ ახლა იქნება განხილული ეს საქმე. წინა სასამართლომ რამდენიმე მუხლში დაადგინა, რომ იყო დარღვევები და ამ გადაწყვეტილებით მთავრობას 4 000 ევრო უნდა გადაეხადა მერაბიშვილისთვის, რასაც ემატებოდა ყველა შესაბამისი გადასახდი და მთლიანობაში 8 000 ევრო გამოდიოდა ყველა ხარჯის დასაფარად.
ის რაგუმენტი, რაც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, რომ არ დასტურდება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, რის გამოც პროკურატურამ თებერვალში საქმის წარმოება შეწყვიტა, სადაც ის წერდა რომ ფაქტის დადასტურება ვანო მერაბიშვილის გარდა არავის შეეძლო, რამდენად იქნება მისაღები სტრასბურგისთვის, რამდენი ხანი გაგრძელდება სტრასბურგში ეს პროცესი და რას ელოდებით დიდი პალატისგან?
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: ოქტომბერში დიდი პალატის კოლეგიამ განიხილა მისაღები იყო თუ არა ჩვენს მიერ წარდგენილი არგუმენტები. იმავე დღეს იხილებოდა მსგავსი 28 საჩივარი. ამ 28 საჩივრიდან მხოლო ორი დაკმაყოფილდა, ერთ-ერთი იყო მერაბიშვილის საქმე.
ეს არის ძალინ იშვიათი გადაწყვეტილება, რომ დიდმა ინსტანციამ გადაუსინჯოს პირველ ინსტანციას გადაწყვეტილება. იმდენად იშვიათია, რომ მაგალითად 1998 წელს როცა დაიწყო სასამართლომ მუშაობა, დღემდე 5000 საქმეზე მიმართეს მთავრობებმა და მხოლოდ 160 საქმეზე დაკმაყოფილდა, რომ გასაჩივრებილიყო. ასე რომ, ეს უკვე იყო ჩვენი მხარის დიდი გამარჯვება ოქტომბერში.
შემდეგ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩატარდა გამოძიება, ეს გამოძიება ობიექტურად რომ შევაფასოთ, იყო ყოვლისმომცველი და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.
იმიტომ, რომ ყველა ის მოწმე, რომელსაც ასახელებდნენ, რომ მომსწრეა ან სმენია, ყველა მოწმემ უარყო და დარჩა მხოლოდ და მხოლო საკუთარი თავის მოწმედ ის, ვინც თავად აცხადებდა, რომ გაიყვანეს საკნიდან.
ჩვენ რას ველოდებით ამ სხდომიდან? 8 მარტს გაიმათება ზეპირი განხილვა დიდ პალატაში, რაც იმას ნიშნავს რომ საქმის განხილვა შედგება ნულიდან ყველა მუხლზე და საქმის ბედი გადაწყდება ძალიან მალე, იმიტომ რომ დიდი პალატა გადაწყვეტილებებს იღებს გაცილებით სწრაფად. თუმცა, წერილობითი და მოტივირებული გადაწვეტილება რამდენიმე კვირაში ან თვეში გამოგიცხადეება.
მაგრამ, ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ ჩვენ მივდივართ სტრასბურგში როგორც მხარე მყარი არგუმენტებით და სიახლე არის ის, რომ რამდენიმე დღის წინ, მეორე მხარეს, ვანო მერბიშვილის მხარეს ოფიციალურად, მის სასარგებლოდ, ჩვენს საწინააღმდეგოდ, მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი სტრასბურგში და მან გააგზავნა მოწმის ჩვენება ბატონი ოთარ კახიძის ხელით, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატია. ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ომბუდსმენი მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის საქმეზე.
www.ipress.ge