კვეკვესკირის პენალტის შემდეგ რა ემოციაც იყო, ალბათ, ბევრმა ჩვენგანმა ვერც გამოხატა ეს ემოცია. გასახდელში შესვლამდე ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა და რაოდენ დიდ რაღაცას მივაღწიეთ და როგორ გავახარეთ მთელი საქართველო, – ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბარში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა.
„გულშემატკივარი არის მთავარი ამ გამარჯვებაში, მათი წვლილი არის უმთავრესი. მაქსიმუმი გავაკეთეთ მოედანზე, მაგრამ, როგორც ვხედავდით, მთელი ქვეყანა ერთად იდგა, სხვა შედეგი არც განიხილებოდა და არც დავუშვებდით, რომ სხვა შედეგით დამთავრებულიყო შეხვედრა.
მივაღწიეთ იმას, რაც იყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თამაში არის უდიდესი გამოცდილება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. მაქსიმუმს გამოვავლენთ და კიდევ უფრო კარგად წარმოვაჩენთ თავს“, – აღნიშნა ოთარ კიტეიშვილმა.