სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით არარელევანტურია, მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არარელევანტუირია, გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკო-ს ჩიხიდან გამოყვანას. მან ამით დაადასტურა, საბოლოოდ, რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულოია“,- აღნიშნა კობახიძემ.
კომენტარები