ბრაზილიაში არავის სურს უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბარი, ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ხალხი აქ სხვა პლანეტაზე ცხოვრობს, – განაცხადა ბრაზილიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა.
„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ სრულიად განსხვავებულ სამყაროს. ეს სხვა ცივილიზაციაც კი არ არის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ ხალხი სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. აქ არავის სურს ომზე ლაპარაკი და ეს საკმაოდ სამწუხარო ფაქტია. ანუ, თუ მიდიხარ [ბრაზილიის] საგარეო საქმეთა სამინისტროში, ომის თემას უბრალოდ ერიდებიან, რადგან უხერხული თემაა, რადგან სათქმელი არაფერი აქვთ და ხალხი უხერხულად გრძნობს თავს ოფიციალური პოზიციის გამო – ბრაზილიის ე.წ. ნეიტრალიტეტი რუსეთის აგრესიის მიმართ უკრაინაში“, – აღნიშნა ანდრეი მელნიკმა.
„სამწუხაროდ, უკრაინა დღეს ლათინურ ამერიკაში აბსოლუტურად მარტოა. ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი, სამწუხაროდ, ზრუნავს საკუთარ გეოპოლიტიკურ, მაგრამ პირველ რიგში წმინდა ეკონომიკურ და ბიზნეს ინტერესებზე. არავინ ცდილობს დაარწმუნოს ბრაზილია რეალურად შეცვალოს ეს კურსი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები ამას უბრალოდ შეეგუენ“, – დასძინა უკრაინელმა დიპლომატმა.