აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ტაივანის, ხელოვნური ინტელექტისა და უსაფრთხოების საკითხები.
თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი კონსტრუქტიული იყო.
„ჩვენ პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ სტაბილურობას, არ გამოვიწვიოთ პრობლემები, არ გადავკვეთოთ ხაზები და შევინარჩუნოთ ურთიერთობებში სტაბილურობა“, – აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
კომენტარები