პრეზიდენტი მე ვიცი ფეხბურთის ფედერაციის და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო უდიდესი გამარჯვება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი“, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასების შესახებ.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილის შეფასებებს საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
„პრეზიდენტი მე ვიცი ფეხბურთის ფედერაციის და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ეს გამარჯვება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ ვიცით, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი“, არა ლიდერი, არამედ ერთი ჩვეულებრივი აქტივისტი და სპიკერი. ამიტომ მის განცხადებებს, მით უმეტეს, შეფასების ნაწილში, არანაირი ფასი და მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ვისთვისაც აქვს მნიშვნელობა, ეს არის გვარამია. დღეს ისინი, როგორც ჩანს, საუკეთესო თანამოაზრეები და თანამოზიარეები არიან. აზიარონ ერთმანეთის განცხადებები და იყვნენ ერთმანეთის მხარდაჭერები, ძალიან კარგი. რაც უფრო მეტად დაუჭერენ ერთმანეთს მხარს, მით უფრო ნაკლებად იქნებიან ეს პერსონები ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.