Euronews/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ევროკომისიის მოწონების რეიტინგი საგანგაშოდ დაბალია ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში.
გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა (63%) ან უარყოფითად უყურებს ევროკომისიის მუშაობას, ან არ აქვს მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
Euronews-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც ევროკავშირის 18 სახელმწიფოში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 25.916-მა ადამიანმა მიიღო, წარმოადგენს პირველ გამოკითხვას ევროკავშირის დონეზე ევროპულ არჩევნებამდე, რომელიც 6-9 ივნისის პერიოდში გაიმართება.
რესპონდენტთა უმრავლესობა დადებითად აფასებს ევროკომისიის მუშაობას მხოლოდ სამ ქვეყანაში: პორტუგალია (61%), დანია (54%) და ესპანეთი (54%).
საფრანგეთში ევროკომისიის მოწონების რეიტინგი მნხოლოდ 18%-ს შეადგენს, 36% – უარყოფითად, ხოლო 46%-ს არ აქვს მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.