დეა მელაძე, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს 2023 წლის დეკლარაციაში მეუღლედ ჰყავს მოხსენიებული, წერს, რომ 10 წელია, რაც დეპუტატის ცოლი აღარ არის. ეს კი მან საკუთარი ანტირუსული პოზიციის განმარტებისთვის დაწერა.
“არა რუსულ კანონს! არა რუსეთს! ამ ზარზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი, შესაბამისად განსჯის საგანიც ვერ იქნება.” – წერს ის.
კომენტარები