უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით 7 კომპლექსი სჭირდება.
„თავდაცვისთვის გვჭირდება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით 7 კომპლექსი ან მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემა და ეს არის მინიმალური რაოდენობა. [ამ სისტემებს] შეუძლიათ მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და რეალური ცვლილებების შეტანა. თქვენ [ნატოს წევრ სახელმწიფოებს] გაქვთ ასეთი სისტემები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინას არ აქვს საკმარისი ძალა რუსული ტერორისტული თავდასხმებისგან თავის დასაცავად.
„როდესაც ყველა ერთად დაიცავს სიცოცხლეს, ბოროტება ყველას ვერ დაამარცხებს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
კომენტარები