ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ის შეიწყალა.
სასამართლომ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის ბრალდებაში, ის დამნაშავედ ცნო, გრიგორიადისი ასევე მსჯავრდებული იყო ოჯახურ ძალადობაშიც.
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.