ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ჩვენს მოქალაქეებს აბულინგებს განსხვავებული აზრის გამო, იმათი იდენტიფიცირება ხდება, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
დეპუტატი „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ის, ვინც აბულინგებს საზოგადოებას, ვინც შეურაცხმყოფს, ეკლესიას უტევს, ვინც საჯაროდ გამოდის და [ხელისუფლების] დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელი და გვარები უნდა იყოს იდენტიფიცირებული. [მონაცემთა ბაზა] ბოლშევიკური, რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ. ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ჩვენს მოქალაქეებს აბულინგებს განსხვავებული აზრის გამო, იმათი იდენტიფიცირება ხდება“, – აღნიშნა ზარქუამ.