აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით არ არის მზად, მიიღოს ამერიკული მხარის მიერ შემოთავაზებული პირობები.
როგორც Fox News-ი იუწყება, აშშ-ის ლიდერმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ არ სურთ დაეთანხმონ იმ პირობებს, რომლებიც ჩემთვის მისაღები იქნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე, 19 ნოემბერს, გამოცემა The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ ახალი, მასშტაბური დარტყმების სერიის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ვარიანტი ახალი სადაზვერვო მონაცემებისა და ისრაელის მოწოდებების ფონზე განიხილება.
კომენტარები
