გაოგნებული ვარ, იმდენად დიდი და გლობალური პრობლემებია ქვეყანაში, მიკვირს კიდეც, ბოლომდე გავითავისო თუ არა, ვერ წარმომიდგენია, რომ შეეძლო ამ ადამიანს იმ თავის სიკეთეში ჩვენც ჩავერთეთ, – განაცხადა ფონიჭალაში კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულმა, ეთერ ტუღუშმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.
„მე გვერდით სადარბაზოდან ვარ. ყველანი გადავრჩით, მაგრამ ძალიან განვიცდით იმას, რაც მოხდა. მართლა გულით ვამბობ – თვითონ დამხმარე პერსონალი ძალიან სწრაფად მოვიდა. რაც შეეძლოთ, გააკეთეს. გუშინ ნება დაგვრთეს, რომ თითო რამ, ტანსაცმელი მაინც წამოგვეღო.
გაოგნებული ვარ, იმდენად დიდი და გლობალური პრობლემებია ქვეყანაში, მიკვირს კიდეც, ბოლომდე გავითავისო თუ არა, ვერ წარმომიდგენია, რომ შეეძლო ამ ადამიანს იმ თავის სიკეთეში ჩვენც ჩავერთეთ. თან განვიცდი ძალიან და თან წარმოუდგენლად მადლობელი ვარ, გაოცებულიც ვარ“, – განაცხადა ეთერ ტუღუშმა.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.
