სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის უფლებადამცველი, შოთა თუთბერიძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ამოღებული იარაღებიდან ნამდვილი მხოლოდ ორია, რომლებიც დაკავებულს გაფორმებული ჰქონდა.
„საპროცესო კოდექსის ყველა ნორმის დარღვევით ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია არა თუ საქმის მასალები, არამედ ჩხრეკის ოქმიც კი. რაც უჩას ჰქონდა სახლში ნამდვილად ეს გახლავთ ორი ტაბელური იარაღი, ლეგალური, გაფორმებული. მათ შორის შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ეს ორი იარაღი. ვიდეოში ჩანს, რომ იარაღს ზემოდან ადევს სარეგისტრაციო მოწმობები. ამის გარდა უჩას სახლში აქვს სათამაშო იარაღები, სათამაშო აირსოფტისსათამაშო თოფები“, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.
კომენტარები