რუსული ტერორისგან დაცვის გასაზრდელად ჩვენი საჰაერო თავდაცვა უნდა გაძლიერდეს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ ვიცით, რა შესაძლებლობები აქვთ ჩვენს პარტნიორებს. საჭიროა მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს სურს რუსეთი სრულად მოერგოს ომს და გააფართოოს იგი და გაზარდოს ზეწოლა.
„ამის ნაცვლად, ჩვენმა ზეწოლამ აგრესორზე უნდა ჩაშალოს რუსეთის შეტევითი გეგმები ბრძოლის ველზე და დიპლომატიაში“, – დასძინა მან.
კომენტარები