აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„უკრაინა რუსეთის განახლებული სასტიკი თავდასხმის წინაშე დგას. ჩვენ ვაწვდით საბრძოლო მასალას, ჯავშანტექნიკას, რაკეტებს, საჰაერო თავდაცვას, რათა დავიცვათ ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
კომენტარები