სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ რუსული ენერგო კომპანიის სარჩელის საფუძველზე, გერმანული „დოიჩე ბანკის“ 238.6 მილიონი ევროს ღირებულების აქტივების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.
საუბარია კონტრაქტზე, რომლის მიხედვით, „დოიჩე ბანკმა“ გაზგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული გარანტიები, დასავლეთის სანქციების გამო, უკან გაიწვია.
ბანკი, ინდუსტრიულ ფირმა “ლინდესა” და თურქულ სამშენებლო კომპანია „რენესანს ჰევი ინდუსტრის“ შორის, მშენებლობის კრედიტორ-გარანტორი იყო. თუმცა, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, „დოიჩე ბანკმა“ გარანტიები უკან გაიწვია. რის გამოც, „ლინდემ“ „რუსქიმალიანსს“ პროექტის შეწყვეტის შესახებ აცნობა.
„რუსქიმალიანსის“ 50% მფლობელი კი რუსული გიგანტი „გაზპრომია“, რომელმაც გერმანულ ბანკს სასამართლოში უჩივლა.
ყადაღა ვრცელდება როგორც ფასიან ქაღალდებზე, ასევე უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე.
მსგავსი სარჩელის გამო, სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ასეთივე დადგენილება იტალიის „უნიკრედიტ ბანკის“ აქტივებთან დაკავშირებითაც მიიღო, რომელიც რუსეთში სიდიდით მეორე უცხოური ბანკია.