გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სტიქიით დაზარალებულ კლაინბლიტერსდორფში ჩავიდა,სადაც წყალდიდობის გამო თითქმის მთელი ქალაქი დაიტბორა.
როგორც მედია წერს, კანცლერმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვა ქალაქში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და ზაარლენდის მხარეს ეწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ასეთი უხვი ნალექი რეგიონში ბოლო 30 წელია, არ ყოფილა. მაშველებს ათასობით გამოძახებაზე მოუწიათ გასვლა, დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი სკოლებსა და სხვა საჯარო შენობებშიაევაკუირებული.
მიყენებული ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
კომენტარები