საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები ძალიან დიდხანს იღებენ გადაწყვეტილებებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.
„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ შემდეგ ერთად ვიღებთ, დაახლოებით ერთი წლით გვიანდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან სამხედრო დახმარების მიწოდება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების, აღწერა, როგორც „ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ მანამდე ორი ნაბიჯი უკან“.
კომენტარები