საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ წმინდა წყლის ტყუილია თითქოს, მიხეილ სააკაშვილს უსამართლოდ მიუსაჯეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
იგი აღნიშნულით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილს უსამართლოდ მიუსაჯეს და თითქოს, ის არის პოლიტდევნილი, ან კიდევ, მას აწამებდნენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ესეც არის ინსტრუმენტი იმისა, რომ ქვეყანაში ყოფილიყო შემოტანილი აურზაური და ქართული სასამართლოს მიმართებით კითხვის ნიშანი გაეჩინათ. ქართული სამართლიანობა რომ დაცულია, ეს დაადასტურა საერთაშორისო სასამართლომაც“, – განაცხადა ხუნდაძემ.
კომენტარები