შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებული ი.ე. საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „კარწახის“ გავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, მიგრანტის, 1997 წელს დაბადებული ს.ი.-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.