არავის დაშავება არ მინდოდა, – ამის შესახებ ვარკეთილში ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულმა, იური კალანდარიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
იური კალანდარიშვილის თქმით, ბაჩო ბაშარული და ნიკა არჩვაძე სახლში მიუვარდნენ, რის გამოც საფრთხე შეექმნა მას და მისი ცოლ-შვილს და სურდა ისინი იარაღით შეეშინებინა.
“ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომდევდნენ, მირტყამდნენ. ავიღე ჩემი იარაღი, ამით მაინც შევაშინებ – მეთქი, როგორც კი ამოვიღე, მაშინვე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის. მაგ დროს მერე უკვე გავისროლე “, – განაცხადა იური კალანდარიშვილმა.
კომენტარები