ჭიათურაში 4 წლის ბავშვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მძღოლი მართავდა დაგორდა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა.
ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე კლასის მოსწავლე სხეულის მძიმე დაზიანებებით თბილისში გადმოიყვანეს.
www.kvira.ge
კომენტარები