ძლიერი ქარის გამო მთელი ღამის განმავლობაში სპეციალურ რეჟიმში მუშაობდა თბილისის მერიის ყველა საგანგებო სამსახური. 112-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.
ქარმა დედაქალაქში ძირითადად ხეები და შენობის სახურავები დააზიანა, რამდენიმე ადგილზე მოგლიჯა სარეკლამო ბანერები.
დიდუბეში, ხოშარაულის ქუჩაზე კი ქარმა რამდენიმე ობიექტს, სადაც ავტომობილების ტექნიკური მომსახურება ხდება – სახურავი ახადა.
კომენტარები