მსოფლიო სპორტის ისტორიაში მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება “მსოფლიო რბენა” 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ მეოთხედ გაიმართება.
სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება
კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად პირველი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დარეგისტრირდა. გარბენში მინისტრთან ერთად დარეგისტრირდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც საქართველოში Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩია.
მონაწილეების რეგისტრაცია 21 მარტს დაიწყო ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com და 4 მაისს, 15:00 საათზე დასრულდება.
7 მაისის გარბენი ჩატარდება სამინისტროსა და ფედერაცია “სპორტი ყველასათვის” მხარდაჭერითა და თანაორგანიზებით. საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. შეგროვებული თანხა Wings for Life-ის ფონდში EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით გადაირიცხება.