საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა მიშველაძის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ სასამართლოს მიერ გაჟღერებული მოტივაცია მიუღებელია სამართლებრივი თვალსაზრისით. რაც მთავარია, სასამართლომ დისკრიმინაციის მოტივი გამორიცხა. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” იურისტმა დიმიტრი ბერძენიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.
კომენტარები