პენტაგონის სპიკერმა, საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის მიზნების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
პენტაგონის სპიკერის თქმით, ამერიკელი პარტნიორები კავშირზე არიან კიევთან და გაარკვევენ დეტალებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შესახებ, კერძოდ, კურსკის ოლქში.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ მეტი ამის შესახებ. ჩვენ კვლავ ვცდილობთ მივიღოთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის მათი მიზნები“, – აღნიშნა საბრინა სინგჰმა.
სინგჰმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ აკვირდება ცვალებად ვითარებას ბრძოლის ველზე და „ყოველთვის აძლევს უკრაინას იმას, რაც მას სჭირდება“.
კომენტარები