დიდ მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის. ეს არის ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ბათუმის დელეგატმა, რამაზ ჭიჭინაძემ.
ის დარწმუნებულია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები ყველაფერს გააკეთებენ მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
„მე მესმის ჩემი ქალაქის და რეგიონის გამოწვევები, ასე რომ მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქალაქს, რეგიონს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს მოსახლეობას ესაჭიროება“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.
კომენტარები