თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში.
„გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები